კალათბურთი

12:44 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 20 ქულა და გამარჯვება მინსკში

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩინებული მატჩი ჩაატარა, რუსულმა გრანდმა კი ბელარუსში “ცმოკი-მინსკი” 109:68 გაანადგურა და ვთბ-ლიგაში პირველოვბა რეგულარული სეზონის დასრულებამდე გაინაღდა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე სტუმართაგან ყველაზე მეტი – 27:08 წუთი გაატარა და 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 2-ვე ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველი მცველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ცსკა მომდევნო მატჩს 26 აპრილს ჩაატარებს, როდესაც რუსეთის წარმომადგენელ კიდევ ერთ კლუბს, სარატოვის “ავტოდორს” დაუხვდება.

0.147801