ფეხბურთი

0:53 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სხვაობა 57 ქულა - კალჩოში ავტორიტეტებს არ სცნობენ

იტალიის სერია A-ს XXX ტურში სენსაცია დაფიქსირდა. ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფმა “პარმამ” ლიდერ “იუვენტუსს” აჯობა. გამარჯვებების გემო გაიხსენეს “ინტერმა” და “ჯენოამ”.

ტურის და ვინძლო სეზონის მთავარი სენსაცია პარმაში დაფიქსირდა. ცხრილის ფსკერზე დალექილმა და გაკოტრებულმა “პარმამ” ლამის უკვე გაჩემპიონებული “იუვენტუსი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ორ გუნდს შორის მატჩამდე ქულათა განსხვავება 57-ს შეადგენდა, თუმცა ემილიელებისთვის ამას გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია. სტუმრებს ეტყობოდათ, რომ უფრო მეტად სამშაბათს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ფიქრობდნენ, ვიდრე “ენიო ტარდინიზე” წარმატების მიღწევაზე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ნიჭიერი იტალიელი ნახევარმცველო ხოსე მაური გამოდგა, რომელსაც ასისტენტობა იშაკ ბელფოდილმა გაუწია. “პარმამ” ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო სამი ქული მოპოვება, საერთოდ კი უკვე სამი ტურია არ წაუგია. მიუხედავად ამისა, რობერტო დონადონის გუნდის მდგომარეობა მაინც კატასტროფულია. სამაგიეროდ, 20 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ბებერმა ქალბატონმა”, რომელსაც სერია A-ში ბოლოს ოქტომბერში, “ჯენოას” წინააღმდეგ წაეგო. მარცხის მიუხედავად, ტურინელები მდევრებს ისევ საგრძნობი უპირატესობით სჯობნიან.

5 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა მილანის “ინტერმა”. რობერტო მანჩინის გუნდმა ვერონაში ადგილობრივ “ჰელასს” ადვილად აჯობა. არადა, მასპინძლები რიგ ეპიზოდებში უკეთ ირჯებოდნენ და დიდი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ანგარიში მე-11 წუთზე მაურო იკარდიმ გახსნა, რომელიც როდრიგო პალასიოს გადაცემას გამოეხმაურა. “ინტერნაციონალემ” მეორე გოლი 48-ე წუთზე შეაგდო. ამჯერად იკარდიმ და პალასიომ როლები გაცვალეს. 77-ე წუთზე “ვერონას” ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა გუნდის ლიდერმა ლუკა ტონიმ თერთმეტი მეტრიდან სამირ ჰანდანოვიჩს ვერ აჯობა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე დაფიქსირდა. ევანგელის მორასმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 0:3. მიუხედავად სამი ქულისა “ნერაძურის” მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

XXX ტურის კიდევ ერთ მატჩში “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე გასავარდნ ზონაში მყოფ “კალიარის” უმასპინძლა და მოწინააღმდეგე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. “სტადიო მარასიზე” პირველმა ნახევარმა უგოლოდ განვლო, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლიგურიელებმა ორჯერ იხეირეს. ანგარიში 52-ე წუთზე ფრანგმა მბიაიე ნიანგმა გახნსა, რომელსაც ფაკუნდო რონკალიას კარგი გადაცემის შემდეგ მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ ცარიელი კარის წინ მდგომის ბურთისთვის ფეხი დაეხვედრებინა. ესპანელმა იაგო ფალკემ კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში 58-ე წუთზე დააფიქსირა. ფალკემ დიეგო პეროტის დიდებული თამაში დაუფასა და დიაგონალური დარტყმით გაიტანა. “როსობლუმ” 24 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო და მშვიდი სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა, ხოლო სარდინიულ გუნდს გაისად დიდი ალბათობით სერია B-ში ვიხილავთ.

ტურის დარჩენილი შვიდი შეხვედრა კვირას გაიმართება.

“ჯენოა” – “კალიარი” 2:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 19.000

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი (კუჩკა 61), რინკონი, ბერტოლაჩი, მარკეზე; იაგო ფალკე (ლაქსალტი 85), ნიანგი, პეროტი (ლესტიენი 81)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, როსეტინი, ჩეპიტელი, აველარი; კრესეტიჯი, ეკდალი (ჟოაო პედრო 63), დესენა; ფარიასი (ლონგო 63), საუ, მპოკუ

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლები: 1:0 ნიანგი (52), 2:0 იაგო ფალკე (58)

გაფრთხილება: ედენილსონი (10), ნიანგი (57) – დესენა (9), ჩეპიტელი (45), კრესეტიჯი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 15 (9) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:8 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: კარმინე რუსო

“პარმა” – “იუვენტუსი” 1:0 (0:0)

პარმა, “ენიო ტარდინი”

მაყურებელი: 12.000

“პარმა” (3-5-2): მირანტე; მენდესი, სანტაკროჩე (სანტაკროჩე 80), ფედალი; ხორკერა, მაური (ლილა 82), ნოჩერინო, ვარელა, გობი; გეძალი, ბელფოდილი (პრესტია 86)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): სტორარი; ლიხშტაინერი, ოგბონა, კიელინი, პადოინი; ვიდალი, მარკიზიო, სტურარო (პეპე 67); პერეირა (მორატა 62); კომანი (ვიტალე 80), ლორენტე

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 1:0 მაური (61)

გაფრთხილება: მენდესი (53), ხორკერა (77), გობი (89) – მარკიზიო (45), კიელინი (51), ოგბონა (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 15 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:4 გაფრთხილება: 3:2

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ვერონა” – “ინტერი” 0:3 (0:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 20.645

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; სალა, როდრიგესი, მორასი, პიზანო; ობადი (ვალოტი 81), ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი (გრეკო 73); გომესი (სავიოლა 75), ტონი, იანკოვიჩი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი (გნუკური 80), ბროჟოვიჩი; ერნანესი (ფელიპე 88); პალასიო (კოვაჩიჩი 80), იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 იკარდი (11), 0:2 პალასიო (48), მორასი (90, ა.გ)

გაფრთხილება: მორასი (37), ობადი (56) – ჟუან ჟესუსი (18), ბროჟოვიჩი (38), გუარინი(40), ვიდიჩი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 2:4

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 17 გოლი, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13, გონსალო იგაუინი (“ნაპოლი”) – 13, ფაბიო კვალიარელა (“ტორინო”) – 11.

0.106597