ჩოგბურთი

14:34 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი და ბური წყვილთა ფინალში დამარცხდნენ

ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდერ ბური იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) ფინალში დამარცხდნენ.

ბასილაშვილი და ბური გადამწყვეტ მატჩში სერბებს – ილია ბოზოლიაცს და ფილიპ კრაინოვიჩს გაეჯიბრნენ და 42 წუთში 1:6, 2:6 წააგეს.

ქართველ და ბელარუს ჩოგბურთელებს 75-75 სარეიტინგო ქულა ერგოთ. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა, რისი წყალობითაც მომავალ რეიტინგში, სავარაუდოდ, 133-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

0.115669