დონეცკის “შახტარის” 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა, სადაც ბექა ვაჩიბერაძე გამოდის, უეფას ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა 1/2-ფინალში “ანდერლეხტი” 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც უკრაინის პასპორტი აქვს, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.
ბელგიელებმა ანგარიში 55-ე წუთზე ბურარის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო დონეცკელებმა 76-ე წუთზე კოვალენკოს წყალობით თანაფარდობა აღადგინეს. არენდარუკმა “შახტარი” მე-80 წუთზე დააწინაურა, 87-ეზე კი, კოვალენკომ საბოლოო წერტილი დასვა.
მეორე ფინალისტის ვინაობა “რომასა” და “ჩელსის” დაპირისპირებაში გაირკვევა.