იტალიური “ტორინოს” 31 წლის არგენტინელი შემტევი მაქსი ლოპესი ტურინულ კლუბში შემდეგ სეზონშიც იასპარეზებს.
როგორც Sport Mediaset-ი იტყობინება, “ტორინოს” სამწვრთნელო შტაბი ლოპესის თამაშით კმაყოფილია, ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც დაიტოვოს.
მაქსი იტალიურმა კლუბმა ზამთარში დაიმატა. 31 წლის არგენტინელმა “ტორინოს” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.