ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) ერთეულთა ბადეს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
საქართველოს პირველი ჩოგანი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ტომას ფაბიანოსთან (იტალია) მატჩში აშკარად გადაღლილად გამოიყურებოდა და 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა. ამგვარად, ნიკოლოზი 25 სარეიტინგო ქულას დასჯერდა, რაც მას განახლებულ რეიტინგში რამდენიმე ადგილით წინ წასწევს.
მოგვიანებით, ბასილაშვილს წყვილთა შეხვედრაც ელის. ის და ბელარუსი ალექსანდერ ბური ნახევარფინალში ტაივანელ ლის და იტალიელ მოტის ეთამაშებიან.