რომის “ლაციოს” კარის დარაჯმა ფედერიკო მარკეტიმ მტკივნეული ტრავმა მიიღო. Football Italia-ს ცნობით, გუშინდელი ვარჯიშის დროს 32 წლის მეკარემ ცხვირი დაიზიანა.
გამოკვლევამ ცხადყო, რომ მარკეტის ცხვირი ჰქონდა გატეხილი და მას ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ფედერიკო ამ უქმეებზე “ემპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი “იუვენტუსთან” თამაშიც.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში მარკეტიმ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.