ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლივერპულის “ევერტონის” პრიორიტეტული მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ტომ კლევერლი იქნება.
ზედიზედ რამდენიმე წარმატებულმა თამაშმა, “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი მომავალ სეზონზე დააფიქრა. შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, ზაფხულში ის ორი-სამი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.
ლივერპულელები 25 წლის ფეხბურთელის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ კლევერლი განათხოვრების წესით “ასტონ ვილაში” გადავიდა. The Guardian-ის ცნობით, ახლა “ევერტონი” უფრო მონდომებულია და კლევერლის გაფორმებას ნებისმიერ ფასად ეცდება.
მარტინესისთვის ტომის შესაძლებლობები კარგადაა ცნობილი, რადგან 2010/2011 წლების სეზონში ისინი “უიგანში” ერთად მუშაობდნენ.
ინგლისის ნაკრების კანდიდატმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა.