ფეხბურთი

13:04 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კერკირა” მერებაშვილის შეძენის ვარიანტს განიხილავს

ბერძნული ინტერნეტპორტალის onsports.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “კერკირას” თვალთხედვის არეში შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი მოხვდა.

კორფულ კლუბში ჯერჯერობით ოფიციალურად ამაზე არ საუბრობენ, რადგან სეზონის დასრულებას ელიან და შემდეგ თანმიმდევრულ ნაბიჯებს გადადგამენ.

onsports.gr-ი იუწყება, რომ მომავალი სეზონისთვის სავარაუდო ახალწვეულებში მერებაშვილის გვარმაც გაიჟღერა.

ქართველს ის პლუსი აქვს, რომ თავისუფალი აგენტია და სინჯებიც არ სჭირდება, რადგან ოფი-ს მაისურით გამოცდა უკვე ჩააბარა.

“კერკირაში” ქართველი ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია გამოდის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის სეზონის ბოლომდე აქვს.

0.117946