“ბარსელონას” ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ამბობს, რომ მისი შეძენით მადრიდის “რეალი” იყო დაინტერესებული, თუმცა, თავად “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობდა და “სამეფო კლუბისთვის” პასუხის მიცემისგან თავს ამის გამო იკავებდა.
“რეალი” ძლიერ იყო დაინტერესებული ჩემი შეძენით, თუმცა, ჩემი ოცნება “ბარსელონაში” თამაში იყო. როგორც “ბარსელონასგან” მცირედი დაინტერესება წამოვიდა, მომენტალურად მივიღე ეს წინადადება” – განაცხადა ურუგვაელმა ფეხბურთელმა El partido de las 12-თან.
სუარესი იმასაც ამბობს, რომ თუ არ იქნებოდა დაინტერესება “ბარსელონას” მხრიდან, სავარაუდოდ “რეალის” წინადადებას მიიღებდა: “ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. გამიმართლა ჩემს კარზე “ბარსელონამ” რომ დააკაკუნა და როგორც იქნა, ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა”.
სუარესი 2014 წლის ზაფხულში “ბარსელონაში” ლივერპულიდან” 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური კლუბის მაისურით, ყველა ტურნირში ერთად, ურუგვაელმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლი გაიტანა.