ფეხბურთი

12:02 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta dello Sport-ი: “ვაჩიბერაძე დონეცკელთა ერთ-ერთი სიამაყეა”

დონეცკის “შახტარის” 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდი უეფას 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინლაში ითამაშებს, სადაც ბელგიის “ანდერლეხტს” დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში დონეცკელები, რომელთა რიგებს საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე იცავს, ტურნირის აღმოჩენად იქცნენ.

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა “შახტარის” 19-წლამდელებს სტატია მიუძღვნა და დონეცკელთა სიამაყედ წოდებულ ხუთ ფეხბურთელს შორის ვაჩიბერაძეც დაასახელა. “ნახევარდაცვის ძრავა ბექა ვაჩიბერაძეა. ეს ბიჭი მაღალი არაა, მაგრამ ყოველთვის მოძრაობს, მცველების წინაა განლაგებული და მეტოქის დასჯაც შეუძლია. ის პირველია ვინც მეტოქის შეტევისას ჯარიმდება და ასევე, პირველია ვისზეც დონეცკელთა იერიშისას მეტოქეები თამაშის წესს არღვევენ. ბურთის ართმევისას საუცხოოდ მოქმედებს” – იუწყება იტალიური გამოცემა უკრაინის მოქალაქე ვაჩიბერაძეზე.

0.117293