კიევის “დინამო 2”-ის მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევტუშენკომ ბოლო პერიოდში ქართველი მცველის ბადრი აქუბარდიას სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრა იმ ფაქტით ახსნა, რომ ფეხბურთელი ტრავმის მერე სათამაშოდ მზადა არაა. ამის შესახებ ევტუშენკომ კიეველთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
-ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ბადრი აქუბარდიამ დაკარგა. მას ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია?
-არა, მას არაფერი დაუკარგავს, უბრალოდ ჯერ ვერ იპოვა. ის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო და თურქეთში შეკრებაზეც დიდი დრო გაუცდა. ჯერ სრული დატვირთვით არცერთი მატჩი ჩაუტარებია და ამიტომ, მასზე როგორც სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეზე საუბარი ჯერ ადრეა. საერთოდ კი, ყველა მოთამაშის გვეიმედება, რადგან დიდი არჩევანი არ გვაქვს.
22 წლის აქუბარდია, საქართველოში, კერძოდ ფიჩორშია დაბადებული, ხოლო ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.