ფეხბურთი

20:31 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” შესაძლოა სპალეტიმ ჩაიბაროს

იტალიური “ნაპოლი” შესაძლოა ზაფხულიდან გამოცდილმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბაროს. ამის შესახებ mediaset-ი იუწყება. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის დასრულების შემდეგ ესპანელ რაფაელ ბენიტესს კარისკენ მიუთითებს და მის შემცვლელად პირველ რიგში “რომასა” და “ზენიტის” ყოფილი დამრიგებელი ესახება. აღსანიშნავია, ბენიტესი ნეაპოლში საკმაოდ მაღალ ხელფასს, 3.5 მილიონ ევროს იღებს, თუმცა “აძური” მისი ხელმძღვანელობით შესაბამისი შედეგების ჩვენებას ვერ ახერხებს. ლუჩანო სპალეტი კი მას შემდეგ, რაც რუსული გუნდიდან დაითხოვეს, უმუშევარია.

მიმდინარე სეზონს ნეაპოლის კლუბი ცუდად ატარებს. გუნდი სერია A-ში სამეულს საგრძნობლადაა დაშორებული, პარალელურად კი იტალიის თასიდანაც გავარდა. ერთადერთ ნუგეშად სამხრეთული გუნდის ქომაგებს ევროპის ლიგა დარჩათ, სადაც “ნაპოლი” მეოთხედფინალში გერმანულ “ვოლფსბურგს” გაეჯიბრება.

0.131885