ფეხბურთი

20:10 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” ჰექტორით ინტერესდება

გელზენკიხენის “შალკე 04” გერმანიის ნაკრებისა და “კიოლნის” მცველით იონას ჰექტორით ინტერესდება – იუწყება ავტორიტეტული გამოცემა Bild–ი.

24 წლის მცველი მიმდინარე სეზონს ძალიან კარგად ატარებს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “კიოლნს” გერმანიის ნაკრების ახალი წევრის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

იონასმა მიმდინარე ბუნდესლიგაში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა, რაც შესანიშნავი შედეგია. მას “თხებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს ეწურება და 4 თებერვლის მონაცემებით 3.5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.114336