ფეხბურთი

19:02 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოდალაევი კვლავ შვედეთში ითამაშებს

შვედეთის ჩემპიონატში აგრძელებს კარიერას 32 წლის ქართველი მეკარე ბესარიონ კოდალაევი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოცდილი მეკარე შვედეთის მეორე დივიზიონის კლუბ “ლარჟე-ანგერედსში” ჩაირიცხა. აღნიშნულ ლიგაში ახალი სეზონი სტარტს 11 აპრილს აიღებს, პირველ ტურში “ლარჟე-ანგერედსი” შინ “ტენჰულტს” დაუპირისპირდება.

კოდალაევს კარიერის ნაწილი უცხოეთში აქვს გატარებული. 2002-03 წლებში ბელორუსიის ჩემპიონატის კლუბ მოზურის “სლავიაში” თამაშობდა, 2004-05 წლები კი ოტაცის “ნისტრუში” გაატარა, შემდეგ კი ქართულ კლუბებში განაგრძო კარიერა. 2006-დან 2010 წლამდე სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოს,” “ბორჯომის,” “ცხინვალის,” მარტვილის “მერანისა” და “ნორჩი დინამოელის” წევრი იყო.

2009 წელს კვლავ უცხოეთში განაგრძო კარიერა. 2009-10 წლებში უნგრულ კლუბ “დიოშდიორში” ჩაირიცხა, 2011 წელს კი შვედურ კლუბ “ოსტერუნდსში” განაგრძო კარიერა. 2012-2014 წლებში ასევე შვედურ “ტროლჰატანში” გადავიდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა. გასული წლის ბოლოს კლუბი დატოვა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი “ლარჟე-ანგერედსის” მოთამაშე გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=YE7VrrSG2AI

0.153175