ფეხბურთი

16:51 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ყველაზე ცუდი რეიტინგი

ფიფა/კოკა-კოლას აპრილის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია მარტთან შედარებით 12 საფეხურით გაუარესდა და კახა ცხადაძის გაწვრთნილები ამჟამად 138-ე პოზიციაზე იმყოფებიან.

საქართველოს ეროვნულ გუნდს არსებობის ისტორიაში ასეთი ცუდი რეიტინგი არ ჰქონია. აქამდე, ყველაზე უარესი მაჩვენებელი 126-ე ადგილი იყო. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ბოლო ოთხი წლის მონაცემებით დგება.

ამჟამად, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1 (1). გერმანია – 1687

2 (2). არგენტინა – 1490

3 (4). ბელგია – 1457

4 (3). კოლუმბია – 1412

5 (6). ბრაზილია – 1354

6 (5). ჰოლანდია – 1301

7 (7). პორტუგალია – 1221

8 (9). ურუგვაი – 1176

9 (12). შვეიცარია – 1135

10 (11). ესპანეთი – 1132

11 (8). საფრანგეთი – 1135

12 (14). რუმინეთი – 1086

13 (10). იტალია – 1085

14 (17). ინგლისი – 1030

15 (13). კოსტა- რიკა – 1014

16 (15). ჩილე – 991

17 (19). ხორვატია – 977

18 (21). მექსიკა – 937

19 (16). ჩეხეთი – 923

20 (22). სლოვაკეთი – 920

...27 (37). შოტლანდია – 796

...35 (34). პოლონეთი – 753

...62 (66). ირლანდია – 546

...138 (126). საქართველო – 197

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის და ირლანდიის ნაკრებების საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.

0.111117