ფეხბურთი

16:23 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიამანტიმ შესაძლოა “ასტონ ვილაში” ითამაშოს

როგორც lanazione იუწყება, ფლორენციის “ფიორენტინასა” და ალესანდრო დიამანტის შორის შესაძლოა გრძელვადიანი ხელშეკრულება არ გაფორმდეს და ფეხბურთელმა ვიჩენცო მონტელას გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.

31 წლის იტალიელი მოთამაშის შეძენით ასევე დაინტერესებულია “ასტონ ვილა”. ინგლისურმა მხარემ ოფიციალურად მიმართა ჩინურ კლუბს, თუმცა ამ მომენტისთვის შეთანხმება არ მიღწეულა.

ალესანდრო დიამანტი ჩინურ კლუბ “გუანჯოუს” საკუთრებაა, იანვრიდან კი ფლორენციულ კლუბში იჯარის წესით გამოდის. დიამანტიმ სერია ა-ს 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა, იტალიის თასზე კი ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.117281