ფეხბურთი

15:27 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრები დაისაჯა

უეფას გადაწყვეტილებით, 12 ივნისს გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება. ამის მიზეზი ხორვატი გულშემატკივრების რასისტული გამოხტომები გახლავთ, რომელიც ბალკანელებმა 28 მარტს, ნორვეგიასთან მოგებული (5:1) მატჩისას გამოამჟღავნეს. გარდა ამისა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ჯარიმის სახით 50 ათას ევროს გადაიხდის.

ხორვატიის ნაკრები H შესარჩევ ჯგუფს 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს და 3 ქულით სწორედ იტალიის ნაკრებს უსწრებს.

0.122703