ფეხბურთი

13:11 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ჩელსი” იაპონელი ფეხბურთელით დაინტერესდა

საფეხბურთო კლუბ “ტოკიოს” 22 წლის ფეხბურთელის იოშინორი მუტოს შეძენა ლონდონის “ჩელსის” სურს. იაპონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ინგლისური მხარის ინტერესი.

“ნამდვილად მივიღეთ ლონდონის “ჩელსის” შეთავაზება მუტოს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი”, - განაცხადა იაპონური კლუბის პრეს-ატაშემ.

ამპლუით ფორვარდს იაპონიის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი გაუმართავს და გასული წლის სექტემბერში ვენესუელის ნაკრების კარში გოლი გაიტანა.

იაპონელმა ფეხბურთელმა ორიოდე კვირის წინ დაამთავრა კეიოს უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი, გასულ ზამთარში კი ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩმა აზიის თასის გათამაშებისთვის ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

0.118011