ფეხბურთი

12:52 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “სიტის” კოუტინიოს შეძენა სურს

როგორც mirror იუწყება, “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულის” 22 წლის ფეხბურთელის ფილიპ კოუტინიოს შეძენით დაინტერესდა. ბრაზილიელ მოთამაშეს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, რომლის მიხედვით კვირაში 70 000 გირვანქას მიიღებს. მიუხედავად ამისა, მანჩესტერული კლუბი მზადაა სამხრეთამერიკელი შემტევის შესაძენად.

ფილიპ კოუტინიო “ვასკო და გამას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. კოუტინიოს ძირითად გუნდში დებიუტი 2009 წელს შედგა, 2010 წელს ევროპაში განაგრძო კარიერა და მილანის “ინტერის” წევრი გახდა, 2012 წელს იჯარის წესით “ესპანიოლში” თამაშობდა, 2013 წლიდან კი “ლივერპულის” მოთამაშეა.

0.121076