ფეხბურთი

12:09 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას და ლიპარტიას არ უთამაშია, გადრანი დაშავდა, ლობჟანიძე დამარცხდა

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, უკრაინის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალში გავიდა. პირველ მატჩში “დნიპრომ” მეტოქე სტუმრად 4:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი საპასუხო დაპირისპირებაში 18-კაციან განაცხადში არ იყო. 20 წლის მცველი გიორგი გადრანი სასტარტოში იმყოფებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მე-11 წუთზე შეცვალეს. “დნიპროში” ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე შახოვმა გაიტანა.

ლუგანსკის “ზორიამ”, რომლის ღირსებას ჯაბა ლიპარტია იცავს 1/2-ფინალში ვერ გააღწია. ლუგანსკელებმა შინ კიევის “დინამოსთან” 1:2 წააგეს, ხოლო სტუმრად 0:2 დამარცხდნენ. საპასუხო მატჩში ლიპარტია თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. 32-ე წუთზე ანგარიში ბელჰანდამ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე ტეოდორჩიკმა ლუგანსკელთა კარი მეორედ აიღო.

დონეცკის “ოლიმპიკმა”, რომელშიც ზაურ მახარაძე ირიცხება, ორრაუნდიან ბრძოლაში პოლტავის “ვორსკლას” აჯობა. პოლატავაში გუნდები უგოლოდ გაიყარნენ, ხოლო საპასუხო თამაშში “ოლიმპიკი” 57-ე წუთზე სიტნიკის გატანილი გოლით 1/2-ფინალში გავიდა.

ნიქოზიის “ომონიამ” კვიპროსის თასის 1/2-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად აპოელ-თან 0:3 წააგო. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. საპასუხო შეხვედრას “ომონია” 22 აპრილს ჩაატარებს.

0.135089