ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “კლივლენდ კავალიერსთან” 99:104 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 31 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 19 ქულა 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და ერთიც ბლოკი შესძინა. ფაჩულიამ 13-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 5-დან 3 საჯარიმო სროლა მოათავსა კალათში. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკმა” მეტოქეს 8 ქულით მეტი ჩაუგდო.
მიმდინარე სეზონში ფაჩულიამ მეთექვსმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა.
ვისკონსინელთა რიგებში საუკეთესო ახალწვეული კარტერ-უილიამსი გახლდათ (30 ქულა, 8 პასი). “კავალიერსში” 27 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა, ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა ჩააგდო.
“მილუოკი ბაქსი” 38 მოგებით და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. “მილუოკი” 11 აპრილს თბილისის დროით 03:30 საათზე გასვლაზე “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდება.
ფაჩულიამ მოზგოვს დააფარა ვიდეო:
http://watch.nba.com/nba/video/games/bucks/2015/04/08/0021401167-cle-mil-play4.nba
მატჩის საუკეთესო მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=-dkfEkMJUzA