ფეხბურთი

11:34 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” ფერნანდესი დაითხოვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურში “კორდობასთან” ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ, ლა კორუნიას “დეპორტივოს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ზედიზედ 8 მოუგებელი თამაშის შემდეგ, “დეპორტივოს” გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც 2 ქულა აშორებს, რაც გალისიური კლუბის თავკაცებს აშკარად არ მოსწონთ. სწორედ ამიტომ, “კორდობასთან” შეხვედრის დასრულებისთანავე დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და არსებულ სიტუაციაზე იმსჯელა.

მისი დასრულების შემდეგ კლუბის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, სადაც “დეპორტივო” მადლობას უხდის ფერნანდესს გაწეული სამუშაოსთვის და იქვე წერია, რომ უახლოეს მომავალში ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გახდება ცნობილი. ფერნანდესი “დეპორტივოში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში მივიდა.

0.127087