ფეხბურთი

23:06 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგროს 0:3 წაგება ჩაუთვალეს

უეფა-მ მონტენეგროს და რუსეთის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩაშლილი შესარჩევი მატჩის თაობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

მონტენეგროელებს 0:3 წაგება ჩაეთვალათ და მათ ფეხბურთის ფედერაციას 50 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს. ამას გარდა, მონტენეგროს მომდევნო 2 საშინაო მატჩის მაყურებელთა გარეშე ჩატარება დაევალა.

დაისაჯა რუსული მხარე. სტუმარი ქომაგების შეუსაბამო ქცევის გამო, რუსეთის საფეხბურთო კავშირს 25 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი, რომელიც 27 მარტს შედგა, მასპინძელთა გულშემატკივრების მიერ გამოწვეული აურზაურის გამო შეწყდა. პირველ ტაიმში მათ რუსების გოლკიპერ იგორ აკინფეევს მაშხალა გაარტყეს, მე-2 ნახევარში კი სხვადასხვა საგნების სროლა ისევ დაიწყეს და მსაჯმაც გუნდები მინდვრიდან გაიყვანა.

ამგვარად, ფაბიო კაპელოს მიერ დარიგებულმა რუსთის ეროვნულმა გუნდმა ხუთ მატჩში 8 ქულა მოაგროვა და შესარჩევ ჯგუფში ავსტრიისა და შვედეთის შემდეგ, მე-3 ადგილი უკავია.

0.119697