როგორც AS-ი იუწყება, მადრიდის “ატლეტიკომ” იური ტილემანსის ტრანსფერთან დაკავშირებით “ანდერლეხტთან” შეთანხმებას მიაღწია. ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებმა ბელგიურ მხარესთან შეთანხმებას სამეფო თასზე “სოსიედადთან” მატჩის შემდეგ მიაღწიეს. ამ დროისთვის გუნდებს ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
იური ტილემანსი “ანდერლეხტის” რიგებში მეორე სეზონს ატარებს. 17 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. მიმდინარე წელს მისი დებიუტი შედგა ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებში.