ფეხბურთი

22:30 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” დი სანტოს შეძენა სურს

ბრემენის “ვერდერის” თავდამსხმელის ფრანკო დი სანტოს შეძენა “დორტმუნდს” სურს – იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild–ი.

“ყვითლებს” წინა ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან ჩირო იმობილეს ტრანსფერმა ვერ გაამართლა და კლუბის ხელმძღვანელობა ახალი ფორვარდის ყიდვას აპირებს. დი სანტო გერმანულ ფეხბურთს ჩინებულადაა შეწყობილი და ადაპტაციის მხრივ, ნაკლებად ექნება პრობლემა. “მუსიკოსებს” თავიანთ მეგოლეში 10-15 მილიონი ევროს შოვნა სურთ.

26 წლის არგენტინელმა მიმდინარე ბუნდესლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიბუნდესლიგა
0.103807