გავრცელებული ინფორმაციით, გელზერკინხენის “შალკეს” ფეხბურთელ დენის აოგოს შეძენის სურვილი “რომას” აქვს. 28 წლის მცველმა ამ თემაზე გერმანულ გამოცემა Kicker- თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ეს არის “შალკეში” ჩატარებული ჩემი პირველი სრული სეზონი, აქ მუდმივად ვთამაშობ. ასე რომ, უსაფუძვლოა ვფიქრობდე სხვა კლუბში გადასვლაზე” – განაცხადა აოგომ.
დენის აოგოს უთამაშია “ფრაიბურგსა” და “ჰამბურგში,” 2013 წლიდან კი “შალკეს” ფეხბურთელია. გასულ სეზონში ბუნდესლიგის მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე სეზონში კი ამ დრომდე 19 შეხვედრა ჩაატარა.