“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა რობინ ვან პერსიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს..
ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, ის მოუთმენლად ელის 12 აპრილს, როცა პრემიერლიგის 32-ე ტურში “იუნაიტედი” თანაქალაქელ “სიტის” დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ვან პერსიმ “სუონსისთან” მატჩში კოჭი დაიზიანა. ფეხბურთელი მინდორზე 21 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ვან პერსი “სიტის” წინააღმდეგ.