ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა “მანჩესტერ სიტისა” და სერბეთის ნაკრების მარცხენა მცველი ალექსანდრ კოლაროვი გენუის “სამპდორიაში” გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია პროგნოზირებს. კოლაროვი, რომელიც “სიტის” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
“იტალიურ ფეხბურთს ყოველთვის ვუყურებ, მაგრამ არ ვიცი დავბრუნდები თუ არა. სერია A შესანიშნავი ჩემპიონატია. სინიშა მიხაილოვიჩს კი მინდა კომპლიმენტი ვუთხრა “სამპდორიას” ასე კარგად ათამაშებისთვის”, - ამბობს კოლაროვი.
29 წლის ფეხბურთელი სიტიში 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, ხოლო მანამდე რომის “ლაციოში” 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.