როგორც telegraph-ი იუწყება, “მანჩესტერ სიტის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯეკ უილშირისა და ჯონათან ჰენდერსონის დამატება სურს. თუმცა, უილშირის შესახებ “არსენალმა” მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს უარით უპასუხა, ჰენდერსონის საკითხი კი ჯერ არ გარკვეულა.
ჯეკ უილშირის შესაძლო ტრანსფერი არსენ ვენგერმაც გამორიცხა. მისი თქმით, ინგლისელი ფეხბურთელი არ იყიდება.
ბოლო წლების განმავლობაში “მანჩესტერ სიტიმ” არსენ ვენგერის გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა. ამ სიაში სამირ ნასრი, ბაკარი სანია, გაელ კლიში, ემანუელ ადებაიორი და კოლო ტურე შედიან.