როგორც radioformula იუწყება, ტურინის “იუვენტუსი” მექსიკელი ფეხბურთელის ექტორ მორენოს დამატებით დაინტერესდა, 27 წლის მოთამაშე ამჟამად ესპანეთის პრიმერადივიზიონის კლუბ “ესპანიოლში” თამაშობს. ამპლუით ცენტრალური მცველის შეძენა ასევე სურთ ლონდონურ კლუბებს “არსენალსა” და “ტოტენჰემს.”
ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა, ტრავმის მოშუშების შემდეგ კი ესპანურ კლუბში მუმდივად თამაშობს.
გასულ მუნდიალზე ექტორ მორენომ მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ყველა მატჩში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.