ფეხბურთი

15:49 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პასტორემ პსჟ-სთან მოლაპარაკება შეწყვიტა

ფრანგულმა პსჟ-მ და არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება შეწყვიტეს.

სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს და ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები მას გაახანგრძლივებდნენ.

“მოლაპარაკება შეწყვეტილია. ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივების თემას აღარ წამოვწევთ. მშვიდად ვარ. კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წელიწადი მაკავშირებს და მას პატივს ვცემ. არ ვიცი, ეს მოლაპარაკება გაგრძელდება თუ არა” – ციტირებს Le Figaro პასტორეს.

არგენტინელმა დაადასტურა, რომ მადრიდის “რეალის” წარმომადგენლები მის მენეჯერს დაუკავშირდნენ, მაგრამ ესპანურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული არაფერია.

0.14518