ფეხბურთი

12:43 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” მეირლეშის დაბრუნებას შეეცდება

ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ცენტრალური ნახევარმცველის რაულ მეირლეშის დაბრუნებას შეეცდება.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “მერსისაიდელთა” რიგებში 2010/11 წლების სეზონში ასპარეზობდა. მეირლეში “წითლებმა” “პორტუსგან” 13.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, ერთი წლის შემდეგ ამავე ფასად გაყიდეს. 2012 წლის სექტემბრიდან ნახევარმცველი თურქეთში ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო რაულს რამდენიმე მატჩის გაცდენა მოუწია და თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში თავი 2-2 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელს “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს, პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება კი 6.75 მილიონ ევროს შეადგენს.

0.11866