ფეხბურთი

11:26 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ლიორენტეს შემცვლელის ძიებაშია

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ესპანელი ფერნანდო ლიორენტე შესაძლოა მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში ლონდონის “ტოტენჰემის” რიგებში ვიხილოთ.

იტალიური მედია იუწყება, რომ “ბიანკონერი” ესპანელი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაშია. ამას ისიც ემატება, რომ კარლოს ტევესი დიდი ალბათობით 2016 წელს, კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კარიერას “ბოკა ხუნიორსში” გააგრძელებს.

“იუვენტუსი” სამ ფეხბურთელს აკვირდება, ესენი არიან: “მონაკოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” განათხოვრებული რადამელ ფალკაო, პსჟ-ს ფორვარდი ედინსონ კავანი და “მანჩესტერ სიტის” ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო. ჯერჯერობით იტალიელებს შეთავაზება რომელიმე ფეხბურთელის გადასაბირებლად არ გაუკეთებიათ.

0.111698