ფეხბურთი

11:04 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პსჟ-ში რჩება

ბოლო დროს ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ურუგვაის ეროვნული ნაკრების და “პარი სერ ჟერმენის” თავდამსხმელის ედინსონ კავანის სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნიტედი” 82 მილიონ ევროსაც კი იხდის.

სამხრეთამერიკელის პარიზული გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ უარყო და განაცხადა: “კავანის ტრანსფერზე დაყენება? ამ ეტაპზე ცოტათი ნაადრევია ამაზე საუბარი. ედინსონს პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს და არსებობს რამდენიმე ფაქტორი თუ რატომ უნდა სცეს პატივი პარიზულ გუნდში თავის მომავალს. დაინტერესება ფეხბურთელის მიმართ ესპანეთიდან ან ინგლისიდან შესაძლოა იყოს. ჯერჯერობით არ შემიძლია გითხრათ რომელიმე იტალიური კლუბი შემოთავაზებას გააკეთებს თუ არა.”

28 წლის ფეხბურთელს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 41 მატჩში 18 გოლი გაიტანა და ორჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

0.120041