თამაშგარე

9:55 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორენი – წარმოშობით ბერძენი, გულით ბელგიელი

ცნობილი ტოპ-მოდელი, ლორენ ნიკოლაკოპულოსი, მისი გვარიდანაც აშკარაა, რომ წარმოშობით ბერძენია, თუმცა ბელგიაშია დაბადებული და სწორედ ამიტომაც, მისი გული, სული და ჯიგარი ბელგიის საფეხბურთო ნაკრებს ეკუთვნის, რომელიც ბოლო დროს გუნდს ემსგავსება.

ლორენ ნიკოლაკოპულოსის ბელგისადმი გამორჩეული სიყვარული თურმე ჯერ კიდევ გასულ წელს, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე დადასტურდა, როდესაც ამ მშვენიერმა ასულმა ბელგიელ ფეხბურთელებს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა და სამფეროვნებს წარმატებები უსურვა.

როგორც მოსალოდნელია, ლორენის ბელგიელობას ვერ გუობენ ბერძნები და მისი პერსონა ბერძნული იუმორისტული პრესის საკბილო არაერთხელ გამხდარა. საბერძნეთი ის ქვეყანაა, სადაც უცხოელებსაც კი საკუთარი გვარს აძლევენ (გავიხსენოთ ჯარჯი ზვიადაურისა და კახი კახიაშვილის შემთხვევები) და გაბელგიელებული ბერძენი ასული დიდად არ ეპიტნავებათ.

0.155715