ჩოგბურთი

22:21 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ და ქვაცაბაიამ პირველ წრეში იმარჯვეს

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ეკატერინე გორგოძემ შვეიცარიის ქალაქ კიაზოში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადის მატჩი ვერ დაასრულა, წყვილებში კი კორტზე ისევ გავიდა და გამარჯვებაც იზეიმა.

ერთეულებში გორგოძე გერმანელ ან შეფერთან 2:6, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

წყვილებში გორგოძე თანამემამულე სოფო ქვაცაბაიასთან გახლავთ შეამხანაგებული. ქართველმა ჩოგბურთელებმა რუსი პოლინა ლეიკინა და შვეიცარიელი სარა ოტომანო 3:6, 6:3, 11:9 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ რუმინულ-უნგრულ დუეტს (ბუზეანი-იანი) გაეჯიბრებიან.

0.114977