სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” ოფიციალურმა გვერდმა გუნდის ფეხბურთელ გიგა ჭეიშვილის კომენტარი გამოაქვეყნა. 21 წლის მოთამაშემ “ვიტ ჯორჯიასთან” გამარჯვებისა და “ცხინვალთან” დამდეგი მატჩის შესახებ ისაუბრა.
“ვერ ვიტყვი, რომ “ვიტ ჯორჯისთან” შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. არ ჩაგვითვლია, რადგან მეტოქე რადგან აუტსაიდერთა შორისაა, იოლად მოვუგებდით. საქმეს სერიოზულად მივუდექით და შედეგიც დავდეთ”, - აღნიშნა მოთამაშემ.
ლანჩხუთის “გურიამ” უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა “ვიტ ჯორჯია”. გამარჯვებულთაგან გოლები წილოსანმა, მოსიაშვილმა (2) და შალამბერიძემ გაიტანეს, გიგა ჭეიშვილის ანგარიშზე კი საგოლე პასია.
“სერიოზულად ვემზადებით “ცხინვალთან” შეხვედრისთვის. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის”, - დაასრულა ჭეიშვილმა.
ლანჩხუთელები შემდეგი ტურის მატჩს 11 აპრილს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე “ცხინვალის” წინააღმდეგ გამართავენ.
გიგა ჭეიშვილი “გურიას” მაისურით მესამე სეზონს ატარებს. მან მიმდინარე სეზონის უმაღლესი ლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.