ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ლივერპული” მზადაა “ლიდს იუნაიტედის” მარჯვენაფლანგელ სემ ბირამის ტრანსფერში 8 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. 21 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 33 მატჩი 3 გოლი გაიტანა.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “საუთჰემპტონმა” “ლიდსის” გარემარბის სანაცვლოდ 5 მილიონი გირვანქა შესთავაზა, თუმცა სამხღეთელები უარით გაისტუმრეს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაძლოა კონტრაქტი გააგრძელოს კიდეც.