ჩოგბურთი

13:09 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “სეზონის უკეთეს სტარტს ვერც წარმოვიდგენდი”

გასულ კვირას მაიამიში ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი 51 ტურნირი მოიგო (წლეულს მესამე), 22-ე „მასტერზ1000“-ზე იმარჯვა და 1000 სარეიტინგო ქულასთან ნერთად 900400 დოლარი დაიმსახურა. ამასთან, ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგსიის ლიდერობის ხანგრძლივობით (141 კვირა) რაფა ნადალს დაეწია. ამ მაჩვენებლით ნოვაკსა და რაფას მხოლოდ როჯერ ფედერერი (302 კვირა), პიტ სამპრასი (286), ივან ლენდლი (270), ჯიმი კონორსი (268) და ჯონ მაკინროი (170) უსწრებენ.

- პირველი ჩოგბურთელი ხართ, რომელმაც ერთ სეზონში ინდიან უელსსა და მაიამიში ტიტულის მოპოვება სამჯერ მოახერხეთ. ამ მიღწევით გახარებული ხართ?

- ცხადია, ძალიანაც მსიამოვნებს, ახალი რეკორდი რომ დავამყარე. ასეთ ფაქტებს დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვამაყობ კიდეც მიღწეულით. ამგვარი შედეგით ხომ მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში ვიმკვიდრებ ადგილს. მიღწეულის მშვენიერია, მაგრამ წარმატების ხიბლში არ უნდა ჩავარდე და მოდუნდე, თორემ უკუსვლა გარდაუვალია. რეკორდებს რაც შეეხება, ნებისმიერი ახალი მიღწევა კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მმატებს. კორტზე კვლავაც მონდომებული გავალ და ყოველმხრივ შევეცდები ახალ-ახალ წარმატებას მივაღწიო.

- წესითა და რიგით, მიმდინარე სეზონის სტარტით კმაყოფილი უნდა იყოთ...

- სეზონის უკეთეს სტარტს ვერცკი წარმოვიდგენდი - მე ხომ 3 მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგე. იმედია, გრუნტზეც წარმატებით გამოვალ. ვიმედოვნებ და ვფიქრობ, ისეთივე კარგი სეზონი მექნება, როგორიც 2011-ში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და პროგნოზების კეთება არ მსურს. არ მინდა საკუთარი თავი ზედმეტი მოლოდინით დავიტვირთო. ახლა მთელ აქცენტს “როლან გაროსისთვის” სათანადოდ მოსამზადებლად გადავიტან.

- შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ბორის ბეკერთან თქვენი თანამშრომლობა წარმატებულად შედგა?

- დიდი ტურნირებისა და მატჩების წინ ბეკერი ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას მიწევს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და ბორისი მიხსნის, როგორ უნდა ვმართო ემოცია კორტზე გასვლის შემდეგ და განვეწყო ყოველი კონკრეტული შეხვედრისთვის. ჩემ წარმატებებში ბეკერს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

- როგორ თვლით, ამჟამად ფორმის პიკს მიაღწიეთ?

- მთავარია, თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. კორტზე სათამაშოდ თავდაჯერებული გავდივარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და მაყურებელს ლაღ, ლამაზ ჩოგბურთსაც ვუჩვენებ. ყოველმხრივ შევეცდები, ეს ეტაპი გავიხანგრძლივო, თუმცა ისიც კარგად მესმის, მუდმივი რომ არაფერია და ადრე თუ გვიან, თაობათა ცვლის პროცესი დაიწყება. ახალგაზრდა მოთამაშეები მოუმატებენ და გაცილებით უკეთაც ათამაშდებიან.

0.117738