როგორც ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, “სამეფო კლუბი” “ლივერპულის” წევრ რაჰიმ სტერლინგით დაინტერესდა. მადრიდის “რეალის” სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაინტერესების შესახებ ისაუბრა.
“რეალი” ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშს აკვირდება და მისი შეძენით დაინტერესებულია.
“მსოფლიოში ფეხბურთელთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია გააუმჯობესოს “რეალის” თამაში. ამგვარად, მთელი მსოფლიოს მაშტაბით ვაკვირდებით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც პროგრესირებენ და ვითარდებიან. ასეთ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნებიან გარეთ ბეილი, ისკო და ვარანი.
“ევროპაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც ვაკვირდებით და თუ ვფიქრობთ, რომ მათი თამაში “რეალისთვის” სარგებლის მომტანი იქნება, მოთამაშესთან კონტრაქტს ვაფორმებთ. შემდეგ კი ფეხბურთელი ახალ ეტაპს იწყებს”, - დაასრულა ზიდანმა.