ფეხბურთი

9:47 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა

პრემიერლიგის 31-ე ტური “შელჰარსტ პარკზე” გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც ადგილობივმა “კრისტალ პალასმა” აქამდე ჩემპიონობისთვის მებრძოლი “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა, რითაც “ქალაქელთა” საჩემპიონო ამბიცია საბოლოოდ დაასამარა.

მთელი შეხვედრის განმალობაში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა გოლები აქეთ მიიღეს. ანგარიში 34-ე წუთზე გლენ მურეიმ გახსნა ახლო მანძილიდან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გოლი ჩასათვლელი არ იყო, რადგანაც საგოლე გადაცემის ავტორი სკოტ დანი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“არწივებისთვის” მეორე ნახევარი შესანიშნავად დაიწყო და 48-ე წუთზე ჯეისონ პანჩონმა საჯარიმო დარტყმიდან მშვენიერი გოლი გაუტანა ჯო ჰარტს. ანგარიშის შემცირება 78-ე წუთზე უძლიერესი შორეული დარტყმით იაია ტურემ მოახერხა. დარჩენილ დროში სტუმრებს გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ნასრის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო ტურეს სპერონიმ აჯობა – 2:1. “სიტი” გათამაშების ლიდერს ლონდონის “ჩელსის” უკვე 9 ქულით ჩამორჩა და რაც მთავარია, კლუბმა მეორე ადგილი დაკარგა და მეოთხე პოზიციამდე დაეშვა. “ქალაქელები” “არსენალს” ორი ქულით, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედს” ერთი ქულით ჩამორჩებიან.

კრისტალ პალასი – მანჩესტერ სიტი 2:1 (1:0)


ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, კელი, ლედლი, მაკარტური, პანჩონი, ზაჰა (გაილი 88), ბოლასი (სუარე 84), მურეი (სანოგო 83).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ სიტი (4-4-2):
ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, სანია, კლიში, ფერნანდინიო (მილნერი 88), ტურე, ნავასი (ნასრი 77), სილვა, ჯეკო (ლამპარდი 66), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 მურეი (34), 2:0 პანჩონი (48), 2:1 ტურე (78).
გაფრთხილებები: დელანი, პანჩონი – დემიჩელისი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.145691