ტურინის “იუვენტუსს” ლაზარეთიდან წამყვანი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო უბრუნდება. გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი ფლორენციის “ფიორენტინას” წინააღმდეგ იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში სათამაშოდ მზადაა.
მარკიზიო იტალიის ნაკრების შეკრებაზე ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაშავდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მას 6-დან 8 თვემდე უნდა გასცდენოდა, მაგრამ ხელმეორე გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ იგი მყესების გაწყვეტას გადურჩა.
“ფიორენტინა” – “იუვენტუსის” მატჩი 7 აპრილს გაიმართება. პირველი შეხვედრა ფლორენციელებმა ტურინში 2:1 მოიგეს.