ფეხბურთი

18:25 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “იტალია ვერატის არ იმსახურებს”

პსჟ-ს 22 წლის იტალიელი ნახევარმცველის მარკო ვერატის აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც ასევე ზლატან იბრაგიმოვიჩის წარმომადგენელიცაა, განაცხადა, რომ ვერატის ეროვნულ ნაკრებში საკმარისი დრო არ ეძლევა.

“იტალიის ეროვნულ ნაკრებში მძიმე სიტუაციაა. ვერატის ნაკრებში საკმარის დრო არ ეძლევა. იტალია მარკო ვერატის არ იმსახურებს”- რაიოლას სიტყვებს L’Equipe ციტირებს.

22 წლის ვერტი 2012 წლიდან იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ნახევარმცველმა “ნერაძურის” მაისური 12-ჯერ მოირგო. ვერატი 2012 წელს “პესკარადან” პსჟ-ში გადავიდა, სადაც 82 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.116967