ფეხბურთი

17:59 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჩიბერაძემ უკრაინის 19-წლამდელებში გაიტანა

დონეცკის “შახტარის” ქართველმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ უკრაინის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში გაიტანა.

უკრაინელი 19-წლამდელები ევროპის 2015 წლის ელიტ რაუნდისთვის მზადების ეგიდით შეკრებაზე ბერძენ თანატოლებს ორჯერ ეთამაშნენ. პირველი სპარინგი 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე – 1:1.

ვაჩიბერაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თავი მეორე ამხანაგურში გამოიჩინა, როდესაც შესვენების შემდეგ შეცვლაზე შევიდა და ანგარიში გახსნა.

0.135838