ლუცკის “ვოლინში” სანდრო კობახიძის თანაგუნდელი მცველი თემურ ფარცვანია ფიქრობს, რომ უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში სახლში ლუგანსკის “ზორიასთან” მარცხის (1:2) შემდეგ, მისი გუნდის ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსი შემცირდა.
“ევროთასები? ფეხბურთელებს და მწვრთნელებს იქ მოხვედრა ძალიან სურს, რადგან ევროპის ლიგა თავის შემოწმებისა და გამოჩენის შანსია. ამ მარცხის შემდეგ, ევროთასებზე მოხვედრაზე ფიქრი რთულია. სიტუაციის გამოსწორებას შევეცდებით. გასაგებია, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიტალი კვარიციანის ჩვენთან პრეტენზია ჰქონდა. მან განგვიმარტა, რომ ასე თამაში არ შეიძლება. სახლში კარგად თამაში გვსურდა, მაგრამ “გადავიწვით”- იუწყება ფარცვანიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი ფოოტბალლ.უა.