კალათბურთი

15:20 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლ ჯორჯი კალათბურთს დაუბრუნდა, უესტბრუკმა და ლებრონმა სამმაგი დუბლი შეასრულეს (+VIDEO)

“ინდიანამ” შინ “მაიამი” 112:89 დაამარცხა. თითქმის 9-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ პარკეტს “ინდიანას” ლიდერი პოლ ჯორჯი დაუბრუნდა, რომელმაც გასულ ზაფხულს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. “მაიამისთან” მატჩში ჯორჯი პირველი პერიოდის მეექვსე წუთზე პარკეტზე გამოვიდა. დარბაზში შეკრებილი მაყურებელი გუნდის ლიდერს დიდი ოვაციებით შეხვდა. კალათბურთელმა პირველივე 2-ქულიანი სროლა ზუსტად შეასრულა. პოლ ჯორჯმა პარკეტზე 14 წუთი და 34 წამი დაჰყო, ამ დროში გუნდს 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. პოლმა 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 6-დან 2 ორქულიანი ზუსტად გამოიყენა. “ინდიანამ” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით მეცხრე ადგილზეა და მერვე ადგილზე მყოფ “ბოსტონს” ერთი მოგებით ჩამორჩება.

“ოკლაჰომა” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონ როკეტსთან 112:115 დამარცხდა. მატჩის პირველი პერიოდი ტეხასელებმა 27:17 მოიგეს. შემდეგ სამ პერიოდში “ოკლაჰომამ” იმარჯვა, თუმცა ამ ათქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა ვერ შეძლეს. “ჰიუსტონს ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც მეტოქეს 41 ქულა ჩაუგდო, ხოლო “ოკლაჰომას” ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მეთორმეტე სამმაგი დუბლი შეასრულა, რასელმა გუნდს 40 ქულა, 13 პასი და 10 მოხსნა შესძინა.

“კლივლენდმა” შინ “ჩიკაგოს” 99:94 მოუგო.” კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა, მან გუნდს 20 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა შესძინა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო.“კლივლენდი” 50 მოგებით და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ჩიკაგოელები ამავე კონფერენციაში 46 მოგებით და 31 წაგებით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

“ოკლაჰომა” – “ჰიუსტონ როკეტსი” 112:115 (17:27, 30:28, 30:28, 35:32)

“ოკლაჰომა”: უესტბრუკი (40 ქ. 13 პ. 10 მ.), კანტერი (21 ქ. 17 მ.), მოროუ (22 ქ.), უეიტერსი (14 ქ.), სინგლერი (6 ქ.), ადამსი (6 ქ.), აუგუსტინი (3 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (41 ქ. 6 მ. 6 პ.),ჰოვარდი (22 ქ. 8 მ.), სმიტი (14 ქ.),არიზა (12 ქ. 9 მ.), ტერი (9 ქ.), კონსი (6 ქ.), დორსი (5 ქ.), ბრიუვერი (5 ქ.), პრიჯიონი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Lv8COfWU2GQ

“კლივლენდ კავალიერსი” – “ჩიკაგო ბულზი” 99:94 (27:23, 27:22, 25:26, 20:23)

“კლივლენდი”: ირვინგი (27 ქ.), სმიტი (24 ქ.), ჯეიმსი (20 ქ. 12 პ. 10 მ.), ლავი (11 ქ.), მოზგოვი (11 ქ. 8 მ.), ტომპსონი (4 ქ.), დელავედოვა (2 ქ.)

“ჩიკაგო”: დანლივი (24 ქ.), ბრუქსი (17 ქ.), ბატლერი (16 ქ.), გასოლი (12 ქ.), მიროტიჩი (12 ქ. 10 მ.), ნოა (6 ქ. 8 მ. 7 პ.), გიბსონი (5 ქ.), სნელი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=tWlpyp-GFzo

“ინდიანა პეისერსი” – “მაიამი ჰიტი” 112:89 (22:19, 29:28, 26:19, 35:23)

“ინდიანა”: სკოლა (23 ქ. 12 მ.), ს. ჰილი (19 ქ.), მაილსი (17 ქ.), ჯორჯი (13 ქ. 2 მ. 2 ჩ.), უესტი (12 ქ.), ჰიბერტი (7 ქ.), სლოანი (5 ქ.), სტაკი (4 ქ.), კოუპლენდი (3 ქ.), მაინმი (3 ქ. 9 მ.), ჯ. ჰილი (3 ქ.)

“მაიამი”:უეიდი (27 ქ.), ენისი (17 ქ.), დრაგიჩი (15 ქ.), ჰასლემი (10 ქ. 10 მ.), ბეილესი (8 ქ.), ჯონსონი (5 ქ.),დენგი (3 ქ. 9 მ.), ჩელმერსი (2 ქ.), უოლკერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=-VNku_9b6e4

სან ანტონიო” – “გოლდენ სტეიტი” 107:92 (31:17, 26:21, 32:29, 18:25)

“სან ანტონიო”: ლეონარდი (26 ქ.), დანკანი (19 ქ.), გირინი (18 ქ.), ჯოზეფი (9 ქ.), პარკერი (8 ქ.), ბაინსი (8 ქ.), ჯინობილი (6 ქ.), ბელინელი (5 ქ.), ბონერი (2 ქ.), მაილსი (2 ქ.), დიაო (2 ქ.), უილიამსი (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (24 ქ. 6 პ.), ბარბოსა (12 ქ.), ბოგუტი (10 ქ. 7 მ.), აგუადალა (10 ქ.), ჰოლიდეი (8 ქ.), ტომპსონი (6 ქ.), გრინი (6 ქ.), ეზელი (5 ქ.), ლი (5 ქ.), ბარნსი (4 ქ.), მაცადუ (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=9v3fa92SzXA

“ნიუ იორკ ნიქსი”- “ფილადელფია” 101:91 (26:20, 28:31, 25:21, 22:19)

“ნიუ იორკი”: ბარნიანი (25 ქ. 8 მ.), ლარკინი (15 ქ. 11 მ.), ტომასი (14 ქ.), ჰარდევეი (12 ქ.), ამუნდსონი (8 ქ.), გალოვეი (8 ქ.), ეისი (7 ქ.), ლედო (6 ქ.), სმიტი (6 ქ.)

“ფილადელფია”: ტომპსონი (17 ქ.), სმიტი (17 ქ.), ნოელი (14 ქ. 9 მ.), კონვინგტონი (14 ქ.), სიმსი (12 ქ.), რიჩარდსონი (7 ქ.), გრანტი (4 ქ.), ალდემირი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=BMxvZDc552g

“საკრამენტო კინგზი” – “იუტა ჯაზი” 95:101 (27:31, 22:18, 24:27, 22:25)

“საკრამენტო”: კაზინსი (26 ქ. 12 მ.), მაკლემორი (20 ქ.), კასპი (14 ქ.), უილიამსი (9 ქ.), მაკლამი (8 ქ.), ლენდრი (6 ქ.), ტომპსონი (6 ქ.), სტაუსკასი (4 ქ.), მილერი (2 ქ.)

“იუტა”: ჰუდი (25 ქ.), ფეივორსი (11 ქ.), გობერტი (10 ქ.), ევანსი (10 ქ.), კოტონი (8 ქ.), ბუკერი (8 ქ.), ინგლესი (8 ქ.), ჰეივორდი (5 ქ.), მილსაპი (5 ქ.), ჯონსონი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=AtowfQ1HVpU

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 78:106 (16:23, 20:26, 18:34, 24:23)

“ლეიკერსი”: ჯონსონი (16 ქ.), ბლექი (10 ქ.), ბრაუნი (10 ქ.), კელი (9 ქ.), ბუზერი (9 ქ.),ლინი (6 ქ.), საკრე (3 ქ.)კლარკსონი (2 ქ.), ჰილი (2 ქ.), დევისი (2 ქ.)

“კლიპერსი”: გრიფინი (18 ქ.), ჯორდანი (16 ქ. 11 მ.), ბარნსი (14 ქ.), რედიკი (12 ქ.), თურქოღლუ (12 ქ.), პოლი (7 ქ.), ჰეივსი (5 ქ.), ჰადსონი (3 ქ.), დევისი (2 ქ.)

0.141576