ფეხბურთი

14:07 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” “ახალ მესის” უმიზნებს (+VIDEO)

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” არგენტინელ ვუნდერკინდ “ველეჟის” შემტევ მაქსიმილიანო რომეროს გადაბირებასთან ახლოსაა. სამშობლოში 16 წლის ფეხბურთელს “ახალ მესის” უწოდებენ. სამხრეთამერიკელის აგენტის განცხადებით, იგი არსენ ვენგერს ლონდონში ორჯერ შეხვდა და ფრანგი მისი კლიენტით მოხიბლულია.

“მეთოფეები” მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო გადაიხადონ. როგორც ცნობილია, კლუბი მზადაა 16 წლის ფეხბურთელი ამხელა თანხის სანაცვლოდ გაყიდოს. ამავდროულად, თავად რომერომ განაცხადა, რომ “არსენალის” ინტერესი ახარებს და ინგლისური ენის სწავლა უნდა დაიწყოს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს “ველეჟ სარსფილდის” მაისურით არგენტინის ჩემპიონატში დებიუტი “არსენალ სარანდის” წინააღმდეგ 5 აპრილს ჰქონდა. ფეხბურთელი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

0.10813