ფეხბურთი

11:07 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ დავიდ ლუისი და მოტა დაკარგა

საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში პსჟ-მ “მარსელი” სტუმრად 3:2 კი დაამარცხა, მაგრამ ეს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვად დაუჯდა. .

დაზიანებები მიიღეს ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუისმა და იტალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ. 27 წლის ბრაზილიელი პირველი ტაიმის მსვლელობისას დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო 32 წლის იტალიელმა მოედანი იმავე პრობლემის გამო მეორე ნახევარში დატოვა - ორივეს მარცხენა ფეხზე ბარძაყის უკანა კუნთი აწუხებს.

“გამარჯვების სიხარული მისმა დიდმა ფასმა გააფერმკრთალა, რადგან ორი მოთამაშე დავკარგეთ. სიტუაცია მძიმედ გამოიყურება, რადგან ორივეს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ახლა სეზონში უმნიშვნელოვანესი პერიოდია და ძალიან მძიმეა ორი საკვანძო მოთამაშის დაკარგვა. და მაინც, ახლა “მარსელთან” გამარჯვებით გავიხარებთ და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ. ბიჭებმა პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იმუშავეს” - განუცხადა Lequipe-ს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა.

როგორც წესი, იმ სახის ტრავმებს, როგორებიც დავიდ ლუისმა და მოტამ მიიღეს, ფეხბურთელები მწყობრიდან რამდენიმე კვირით გამოყავს. მათი აღდგენითი პროცესის ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პსჟ-მ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში “სენტ-ეტიენის” წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, ელის ლიგის თასის ფინალი “ბასტიასთან” და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორი შეხვედრა კატალონიურ “ბარსელონასთან”.

0.131835