თუკი გვინდა ორი ერთი შეხედვით დაუკავშირებელი სიტყვა: “ნაპოლი” და “დიდი მკერდი” ერთმანეთთან დავაკავშიროთ, აუცილებლად თვალწინ დაგვიდგება მკერდმძვინვარე იტალიელი მოდელი, მარიკა ფრუშო, რომელიც როგორც იცით “ნაპოლის” გულიანი და პოპულარული ქომაგია.
მარიკა ამ ბოლო დროს საზოგადოებისა და მედიის წინაშე აღარ ჩანდა და მისი ამ გაქრობის მიზეზებზე მრავალი ჭორი და ღაჯუნი გავრცელდა. როგორც გაირკვა, მარიკა უბრალოდ ტოსკანაში მდებარე თავის ვილაზე ისვენებდა და დიდად არ ანაღვლებდა მის გაუჩინარებაზე ვის როგორი რეაქცია ექნებოდა.
მარიკას ტოსკანაში ყოფნას იტალიური “ყვითელი პრესა, ”ნაპოლის” სლოვაკი ფეხბურთელის, მარეკ ჰამშიკის რამდენიმედღიან დაკარგვასათანაც აკავშირებდა, მაგრამ მარიკამ სულ თავისი ძუძუ-მკერდი წყევლა – უწინაც ძუძუნი დამფუშვია, თუ ამ ბიჭთან ოდესმე რაიმე მქონოდესო. აბა ასეთ სიტყვებს როგორ შეიძლება რომ არ ვენდოთ?